ტიფლისი ორთაჭალა 11ბ ბლოკი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია და ბინებთან ერთად, მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. პროექტის უპირატესობა,მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებია – კორპუსი მთლიანად აშენებულია კერამიკული აგურით,ფასადი მოპირკეთებულია თბოსაიზოლაციო მასალით. ორივე ერთად კი ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას,რაც თითქმის ორმაგად ამცირებს კომუნალურ ხარჯს. ბინები გალესილია უახლესი ტექნოლოგიით,დამონტაჟებულია ხუთ კამერიანი რუხი ფერის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა,მიყვანილია მწვანე კარკასის მდგომარეობამდე.
11ბ ბლოკი საუკეთესო ლოკაციით გამოირჩევა,არტურ ლაისტის ქუჩაზე,გზასთან ახლოს,თუმცა მშვიდ და კომფორტულ ნაწილში. ისნის მეტრომდე 10 წუთის სავალზე. ტერიტორიაზე მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა,რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.
სკვერი მთლიანად მიუყვება მტკვრის ნაპირს, გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით.
სკვერში განთავსებული იქნება:
- სასეირნო და ველო ბილიკები,
- ფანჩატურები,
- სივრცე შინაური ცხოველებისთვის,
- ტრენაჟორები,
- რამდენიმე სახის საბავშვო სივრცე , მინი ატრაქციონებით,
- სტადიონი.