ტიფლისი ორთაჭალა 11ა ბლოკი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია და ბინებთან ერთად, მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. პროექტის უპირატესობა,მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებია — კორპუსი მთლიანად აშენებულია კერამიკული აგურით,ფასადი მოპირკეთებულია თბოსაიზოლაციო მასალით. ორივე ერთად კი ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას,რაც თითქმის ორმაგად ამცირებს კომუნალურ ხარჯს. ბინები გალესილია უახლესი ტექნოლოგიით,დამონტაჟებულია ხუთ კამერიანი რუხი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა,შიდა ტიხრები ამოყვანილია ბლოკით,მიყვანილია მწვანე კარკასის მდგომარეობამდე. სადარბაზოს საფეხურები მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით,დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ამერიკული ლიფტები(სატვირთო და სამგზავრო)
11ა ბლოკი საუკეთესო ლოკაციით გამოირჩევა,არტურ ლაისტის ქუჩაზე,გზასთან ახლოს,თუმცა მშვიდ და კომფორტულ ნაწილში. ისნის მეტრომდე 10 წუთის სავალზე. ტერიტორიაზე მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა,რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. სკვერი მთლიანად მიუყვება მტკვრის ნაპირს, გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით.
სკვერში განთავსებული იქნება:
- სასეირნო და ველო ბილიკები,
- ფანჩატურები,
- სივრცე შინაური ცხოველებისთვის,
- ტრენაჟორები,
- რამდენიმე სახის საბავშვო სივრცე , მინი ატრაქციონებით,
- სტადიონი.